საბერძნეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო. რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო

საბერძნეთის დროშა

საბერძნეთის საელჩო საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება.

მისი გზა განუყოფლად იყო დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს გზასთან. რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს,"- ნათქვამია სამძიმრის წერილში.