„საავადმყოფოში თვალი გავახილე და პატრიარქს ვხედავ.... ყველანი გადავრჩით, ვინც იქ ვიყავით...“ – ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი დავით შიშნიაშვილი ილია მეორეზე

დავით

შვიდკაცას წევრი დავით შიშნიაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პატრიარქთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს.

„ნათლისღების დღესასწაული იყო წინა დღეს, როცა მე მოვყევი ავარიაში. ურთულესი დღე იყო, უწმინდესთან სულ სტუმრები მიდიოდნენ… უთხრეს, რომ ერთერთი მგალობელი არის ცუდადო… ღამის 11 საათია და თქვა, რომ მივდივართ „ღუდუშაურის“ კლინიკაშიო. საავადმყოფოში თვალი გავახილე და პატრიარქს ვხედავ. „როგორა ხარ დავით“ – მეკითხება და მე ვერ ვხვდები უცებ სად ვარ… მინდოდა წამოვმდგარიყავი და მისთვის დამეჩოქა… იყავი, იყავიო და დამაწყნარა.  მართლა სასწაული იყო ის ფაქტი, რომ 7 პაციენტი ვიყავით, ჩემზე გაცილებით მძიმედ იყო ერთი ადამიანი, რომლის დედაც არ აწერდა ხელს, რომ მისი შვილი აპარატიდან გაეთიშათ…

პატრიარქი რომ შემოდიოდა, ამ ბიჭის დედა ეხვეწებოდა დედაჩემს, იქნებ პატრიარქს უთხრა დალოცოს ჩემი შვილიცო… დღეს ის ადამიანი ცოცხალია და ყველანი, შვიდივე ვინც იქ ვიყავით, ყველა გადავრჩით“, – იხსენებს დავით შიშნიაშვილი.