1762807115
საახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 14 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - აღნიშნულია განცხადებაში.












