„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
Alimentaria მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმართმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროში. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3,200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-ამდე ქვეყნიდან და 108,000 -მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.