რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს

გზა თოვლი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.