ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
რომელი პროფესიები იქნება რამდენიმე წელში ყველაზე მოთხოვნადი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თორნიკე გურული გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
ძალიან ბევრი კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რა უნარებია საჭირო იმისათვის, რომ 2030 წელს კიდევ უფრო მოთხოვნადი ვიყოთ. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროფესიები მკვეთრად იზრდება. ვიცით, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი უალტერნატივო იქნება. ძალიან ბევრ საქმიანობას სწორედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შევასრულებთ. ამიტომ, პროფესიები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული და ტექნოლოგიური უნარები გარდაუვალი და აუცილებელი იქნება. საუბარია იმაზე, თუ რომელი პროფესიები გახდება უფრო მოთხოვნადი. ბუნებრივია, ექიმს, მედდას ვერავინ ჩაანაცვლებს. რაც კი კაცობრიობა არსებობს, ჯანმრთელობის პრობლემა სულ იყო და იქნება. ამიტომ, სამედიცინო სფერო ყოველთვის აქტუალური იქნება. თუმცა, აქაც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით.
თუ ქართულ დასაქმების ბაზარს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ფიზიკურ შრომაში ჩაერთვება. სამშენებლო ინდუსტრია რომ ვნახოთ - საქართველოში სამშენებლო კომპანიებს მუშებად, სპეციალისტებად დასაქმებული ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. შრომითი მიგრაციაა. ბევრი ადამიანი საქართველოში სამუშაოდ ჩამოდის, ბევრი საქართველოდანაც მიდის. მაგალითად, თუ ლოჯისტიკის, კურიერების მიმართულებით ვისაუბრებთ, ვნახავთ, რომ ბევრი არაქართველია დასაქმებული.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ ვითარდება სამყარო. მაგალითად, ელექტრონული კომერცია მომავალია. უახლოეს პერიოდში ყველაფერი ონლაინ შესყიდვებზე გადავა. ამიტომ, ისეთი ტიპის უნარები, რომლებიც ელექტრონულ კომერციას სჭირდება, აუცილებელი გახდება. ელექტრონულ კომერციას ლოჯისტიკის - ანუ მიტანის მიმართულებაც ახლავს. პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებმა შეუკვეთეს, სახლში, სამსახურში ხომ უნდა მივუტანოთ?! ამიტომ, ამ პროფესიის განვითარებაც პროცესს აუცილებლად მოჰყვება და განვითარდება.
ციფრულ ტექნოლოგიებში გარკვევა, ციფრული მარკეტინგი, მონაცემების დამუშავება და მსგავსი თემები მომავალში კიდევ უფრო აქტუალური იქნება.