„როგორ შეიძლება სიცოცხლით სავსე ბიჭი დღეს აღარ იყოს?თანავუგრძნობ ყველას, ვისაც ჩვენი წილი ავთო გვყავდა და დაგვაკლდა...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ემიგრანტს ემშვიდობებიან

ავთო კაკაბაძე

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„აქ შემოხედვა აღარ მინდა...
ყველა ჩემი მეგობრის კედელზე გლოვაა, ჰო ყველა გლოვობს ავთოს...
მე კი ვერაფრით მივიღე ფაქტი... ვერაფრით ვიღებ ამ სინამდვილეს და რეალობას, რომ ავთო კაკაბაძე გარდაიცვალა...
როგორ შეიძლება სიცოცხლით სავსე ბიჭი დღეს აღარ იყოს?. ყველა დღემ და წუთმა კადრებივით გაიარეს თავში, რომელიც ერთად გაგვიტარებია... მერე ამერიკაში წავიდა... და მერე... ახლა წარსულში უნდა ვისაუბრო, მაგრამ არა, არ ვიღებ ამ რეალობას...
თანავუგრძნობ ყველას, ვისაც ჩვენი წილი ავთო გვყავდა და დაგვაკლდა... თუმცა სადღაც სულ იცოცხლებს ჩვენთვის და იღიმილებს...
ვწუხვარ...
ისე მოგვიშინაურდა სიკვდილი, არავინ ვიცით როდის იქნება ჩვენი ბოლო დღე...
მეტი სიყვარული გვქონდეს ადამიანებო, არაფერი დაგვრჩება ამ ქვეყნად სხვა...
ავთო ჩვენს გულებში და მოგონებებში სულ იქნება...“, - წერენ სოციალურ ქსელში.