როგორ დავიცვათ ბავშვის ზურგი და ხერხემალი და იწვევს თუ არა სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას? - რას ამბობს ორთოპედ-ვერტებროლოგი

რრ

როგორ დავიცვათ ბავშვის ზურგი და ხერხემალი და იწვევს თუ არა სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას?

ორთოპედ-ვერტებროლოგი, ირაკლი ვარძუკაშვილი „პირველი არხის“ ეთერში ამბობს, რომ სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს.

ვარძუკაშვილი ამბობს, რომ ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი, 80 პროცენტი უცნობი ეტიოლოგიის არის.

„სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ბავშვი მიდის სკოლაში ან სკოლის ავტობუსით, ან მშობელს მიჰყავს სკოლამდე.

ბავშვმა, შესაძლოა ჩანთა ატაროს, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 1 საათი – ამიტომ სკოლის ჩანთა არ იწვევს დეფორმაციას. ის იწვევს დისკომფორტს. შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, კუნთოვანი ასიმეტრია მაგრამ არ იწვევს
ხერხემლის დეფორმაციას. ეს არის მითი. არც ჩანთა, არც არასწორი ჯდომა და წოლა არც ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს – ეს არის ცალსახა… ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი, 80 პროცენტი არის უცნობი ეტიოლოგიის ანუ იდეოპათიური. საიდან ჩნდება არავინ არ იცის…“- ამბობს ირაკლი ვარძუკაშვილი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by პირველი არხი (@1tv.ge)