„თანახმა ვარ, მაგრამ აქ ხმამაღლა ნუ საუბრობ...“ - რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც შსს-მ გაავრცელა
1756368043
როგორ ხდება სწავლის თანხის გადახდა?
ამ შემთხვევაშიც, უნივერსიტეტებში სხვადასხვა მიდგომაა. ზოგიერთი უნივერსიტეტი რეგისტრაციისას პირველი სემესტრის გადასახადს სრულად ითხოვს. ზოგი უნივერსიტეტი კი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, განცხადების დაწერის საფუძველზე, თანხა რამდენიმე თვეზე გადაანაწილოს და ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ამიტომ, ეს საკითხით იმ უნივერსიტეტში უნდა დააზუსტოთ, სადაც ჩაირიცხეთ.
როდიდან შეძლებთ სტუდენტური ბარათის აღებას?
როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, სტუდენტური ბარათი, რომელიც სხვა შეღავათებთან ერთად, ტრანსპორტში სპეციალურ ტარიფს ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ გაიცემა. მათი თქმით, ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სტუდენტთა სია არ მიუღიათ, რის საფუძველზეც ბარათების დამზადებას შეძლებენ.