გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე დედაქალაქში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დღის ბოლოს მოსალოდნელია წვიმა. 21 ოქტომბრიდან თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება მცირე წვიმა. ტემპერატურა დაიკლებს.
რაც შეეხება მთელი კვირის პროგნოზს, 23 ოქტომბერს შესაძლოა ღამის საათებში გაწვიმდეს. მაგრამ ეს ტემპერატურის ცვლილებაზე არ იმოქმედებს. დღის საათებში 23-25 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, გვაზავას თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ძირითადად შეეხება სვანეთს - მესტიაში შესაძლოა ტემპერატურა -3 გრადუსი იყოს. ასევე ტემპერატურის ცვლილება შეეხება, ახალციხეს, სტეფანწმინდასა და გუდაურს.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, 24 ოქტომბრიდან გამოიდარებს.