1750437508
როდის გამოიდარებს ქვეყანაში - კობა ფარტენაძის პროგნოზი

17 ივნისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივნისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.
„გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს კი ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
საქართველოში ოთხშაბათს - დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.
გისურვებთ მხნეობას და სილაღეს“, - ვკითხულობთ ფარტენაძის ფეისბუკ პოსტში.