როდემდე შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში

ყინვა და ქარბუქი

 ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი საქართველოში 18 იანვრამდე შენარჩუნდება. დღეს თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

როგორც ზღვის სანაპირო რაიონებში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ქართლსა და კახეთშიც ზოგან თოვლი იქნება. ტემპერატურა +1+4-ის ფარგლებში.

თბილისში დღეს და ხვალ ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს დედაქალაქშიც მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -5, დღისით +2 +4 გრადუსი დაფიქსირდება.