როდემდე გაგრძელდება წვიმა და ქარი! - განახლებული ამინდის პროგნოზი 10 აპრილის ჩათვლით

წვიმა

8 აპრილს -ოთხშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  წვიმა, მაღალმთაში  თოვლჭყაპი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი  20-25 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +10, +15°;  მაღალმთაში ღამით -6, -1°,  დღისით +1, +6°.

9  აპრილს -  ხუთშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, მაღალმთაში  თოვლი, ზოგან  ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით  -1, +4°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში  ზოგან თოვლი, ღამით ზოგან  ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით  +7, +12°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -1,+4°.

10  აპრილს - პარასკევს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, ღამით მთაში ზოგან  თოვლი.აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, მთაში ზოგან თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით  +8, +13°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°,  ზოგან +13°-მდე; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -1,+4°, ზოგან +9°-მდე.