„რით ვანუგეშოთ შენი დედა...“ - ახლობლები შოთიკო საკანდელიას გლოვობენ

შოთიკო საკანდელია

სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში ისევ ქართველის მიერ მოკლულ 33 წლის შოთიკო საკანდელიას დედას, ლია დევიძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ამხნევებენ.

შოთიკო, კიდევ ერთი უბოროტო, წესიერი და ზრდილობიანი ბიჭი გამოაკლდა ჩვენს მარტვილს. კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავებით. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს. ნათელი შოთი შენს სულ",- წერს ახლობელი.

შოთიკომ მარტვილის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა და მერე თბილისში იყო.იყო უნიჭიერესი", - გვიყვება ახლობელი.

ნიდერლანდების პოლიცია კი ამ დრომდე 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.

უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ცნობილია, მხოლოდ ის რომ 33 წლის საკანდელია მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ორივე მათგანი, ქალაქ უტრეხტში, პოკერის საერთშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ.
შოთიკო საკანდელიას ოჯახი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

როდის ჩამოასვენებენ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სამშობლოში ესეც უცნობია.

ასევე ნახეთ:

ნინი შერმადინის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„საშვილოსნოს კიბოს დამარცხება შესაძლებელია“ - გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

„ფამფალა“, „ტონი“, „როკო“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა