რაზე მიგვანიშნებს ღამის სხვადასხვა დროს გამოღვიძება

ძილი

უკვე ათწლეულებია ფსიქონევროლოგები სწავლობენ ადამიანის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ და ნევროლოგიურ მდგომარეობაზეა ასე ვთქვათ პასუხისმგებელი.

მიუხედავად ტექნოლოგიის სწრაფი ტემპით წინსვლისა, ადამიანის ტვინის მცირე ნაწილია სრულფასოვნად შესწავლილი, ავსტრიელი ნეიროქირურგის, დოქტორ მიურერის თქმით: "ადამიანის ტვინი ჰგავს ამაზონის ჯუნგლებს, რომლიც მხოლოდ მცირე ნაწილია სრულფასოვნად შესწავლილი, დანარჩენ ნაწილზე კი ვარაუდებით მიდის მსჯელობა".

ავსტრიელი ექიმის და მკვლევარ-მეცნიერის ნათქვამში დაუჯერებელი და რეალობას აცდენილი არაფერია, ყოფილა შემთხვევები როცა გარკვეული მძიმე სტრესის შემდეგ ადამიანს ისეთ ენაზე დაუწყია გამართულად საუბარი, რომელ ენაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა.

ადამიანის ძილის ფაზები და ძილის სიღრმეც სიქონევროლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
გთავაზობთ დროში გაწერილ უძილობას და მის გამომწვევ მიზეზებს, აღნიშნული დასკვნა ფსიქონევროლოგების კვლევის შედეგია და აქ ჩემი შეხედულება არაა ამ თემაზე მნიშვნელოვანი.

თუ ადამიანს საღამოს 9-ზე იძინებს, მაგრამ 11 საათზე უკვე იღვიძებს, ეს მიუთითებს გადატანილ მძიმე სტრესსზე. ასეთ ადამიანებს ხშირად უწევთ განერვიულება, გაბრაზება. ასეთ ადამიანებს ექიმები ურჩევენ დაწოლამდე თავის მასაჟის გაკეთბას, რაც დაამშვიდებს მათ ცნობიერებას და მალე მიეჩვევიან სრულფასოვან ძილს.

11 საათიდან ღამის 1 საათამდე მონაკვეთში თუ იღვიძებს ადამიანი, ეს მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ძლიერ ემოციონალურ იმედგაცრუებას. ასეთ დროს კარგია საკუთარი თავის შთაგონება, რომ ყველაფერი კარგადაა და ცხოვრება მშვენიერია.

ღამის პირველი საათიდან ღამის 3 საათამდე გამოღვიძება უკავშირდება, ამ ადამიანის მიერ საკუთარ თავში ჩახშობილ ბრაზზე. ამ დროს მოქმედებაშია ენერგეტიკული მერიდიანი, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლთან. 

ღამის 3 საათიდან დილის 5 საათამდე გამოღვიძება მიუთითებს, ამ ადამიანში დაკავშირებულია ნაღვლიანობის გრძნობასთან და ფილტვებთან.გამოსავალია-დილის საათებში სუფთა ჰაერზე სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება და საკუთარი თავის შთაგონება იმაში, რომ არ არსებობს ბარიერი რომლის გადალახვაც არ შეიძლება.