რა მდგომარეობაა გზებზე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გომი ზესტაფონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.