VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
საქართველოს ეკლესიამ ისტორიის მანძილზე 141 პატრიარქი აირჩია.
„საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების“ მიხედვით, პატრიარქი არის წმინდა სინოდის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება ირჩევს. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, მას ირჩევენ სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
2017 წლის ნოემბერში, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ, ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა. ამ ბრძანებით, პატრიარქმა ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი დახურა.
პატრიარქის თანამოსაყდრის შესახებ განკარგულება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.
განკარგულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
მეუფე შიო უფლებამოსილია მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.