რა ეღირება OneRepublic-ის ბილეთები? - Black Sea Arena საფასო კატეგორიებს აქვეყნებს

one

 OneRepublic-ის ბილეთების საფასო კატეგორიები გამოქვეყნდა. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთების ფასი 140 ლარიდან იწყება და 550 ლარამდე იზრდება.

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. Black Sea Arena-ს ინფორმაციით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.

Starring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:

20% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC VISA ბარათით შეძენისას;
30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე TBC Youth ბარათით შეძენისას;
30% VIP კატეგორიის ბილეთებზე TBC Concept ბარათით შეძენისას;
15% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC განაწილებით შეძენისას;

ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.