პროდუქტები, რომლებიც ცელულიტს იწვევს

ცელულიტი

ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.

უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. მაგრამ ცელულიტი შეიძლება წონით ნაკლებ და გამხდარ ადამიანსაც დაემართოს.

ცელულიტის ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის შემაფერხებელი მოვლენები, არასწორი კვება (ფასთ-ფუდი, არასაკმარისი მცენარეული საკვები, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, მავნე ჩვევები (ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, სიგარეტი), მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაც კი.

როგორც ხედავთ, მიზეზები უამრავია. ამიტომ არ არსებობს ერთიანი პანაცეა ცელულიტის მკურნალობისათვის. თუმცა გონივრულად შერჩეული კომპლექსი არა მარტო მის გარეგნულ მხარეს მოაწესრიგებს, არამედ მის წარმომშობ მიზეზებსაც.

რა არის და როგორ ჩნდება ცელულიტი?

როცა ცხიმოვანი უჯრედები იწყებენ ზრდას, მოცულობაში გაფართოებას და კაფსულირდებიან შემაერთებელი ქსოვილის ვიწრო შუალედებში, ირღვევა ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, რომელიც წყლის შეკავებას უწყობს ხელს. ჩნდება პრობლემები დაზიანებულ უბნებზე ჟანგბადის და საკვები ნივთიერების მიწოდებაში და რთულდება იქიდან შლაკების და ტოქსინების გამოდევნა. ამ დარღვევების შედეგად ჩნდება ცელულიტის ნიშანთვისებები – კანის რელიეფი ხდება არათანაბარი და ბურცოვანი, ემსგავსება ფორთოხლის კანს.

ექსპერტებმა გამოავლინეს რამდენიმე საკვები, რომელიც უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცელულიტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

პროდუქტები, რომლებიც ცელულიტს იწვევს

1. თეთრი ფქვილით გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული. თეთრ ფქვილში შემავალი რაფინირებული ნახშირწყლები ანადგურებს კოლაგენს, რომელიც ინარჩუნებს კანის ელასტიურობას.

2. სუში. სუშის უმეტესობა ცხიმიანი საკვებისგან მზადდება და ორგანიზმში დიდხანს რჩება ის ცხიმი.

3. Სოიოს სოუსი. თუ ხშირად იყენებთ სოიოს სოუსს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მარილის დიდი რაოდენობის გამო ქსოვილებში წყლის შეკავება ხდება ორგანიზმში, რაც იწვევს შეშუპებას.

4. ალკოჰოლი. ასევე აზიანებს კოლაგენის ბოჭკოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიურობაზე.