იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემოჭრასა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესახებ საუბრობს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მაყურებლისთვის - მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ტიპის განცხადებას ავრცელებს. დავაკონკრეტებ, რომ კონკრეტულად ამ დროს მატება ფიქსირდება მყარი ნაწილაკების - ეს არის PM10 და PM2,5. ეს მოვლენა დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის მეტეოროლოგიური პროგნოზი: სინოპტიკური სიტუაცია იმგვარად ვითარდება, რომ უდაბნოს მტვრის ატანა ხდება ატმოსფეროში მაღლა და შემდეგ შესაძლებელია მისი გავრცელება ლოკაციიდან ათეულობით და ასეულობით კილომეტრით. ის მოიცავს და მოეფინება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მრავალ ქვეყანას“, - ამბობს მარინა არაბიძე.
ნახეთ ვიდეო სრულად ⇓