ქუთაისის N37 საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ კურსდამთავრებულს ემშვიდობება

დავით კიკვაძე

ქუთაისის N37 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპულ კურსდამთავრებულს ემშვიდობება. 

„სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო.
დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიისა და საზოგადოების ნაწილად. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა, მასთან ერთად სწავლობდა და ურთიერთობდა. ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც მისი დაკარგვა სტკივა. უფალმა დაუმკვიდროს დავით კიკვაძეს სასუფეველი, ხოლო მის ოჯახსა და ახლობლებს მისცეს გამძლეობა“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.