მომღერალი, სალომე ტეტიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768593127
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქოლესტერინზე საუბრობს:
„ქოლესტერინს არ ზრდის კარაქი და კვერცხი. ქოლესტერინს ზრდის შაქარი და თეთრი ფქვილი. ადამიანები წყვეტენ კარაქის ჭამას, ეშინიათ ერბოსი, ერიდებიან კვერცხს, და ადანაშაულებენ ზეითუნის ზეთს. მაგრამ ქოლესტერინი მაინც იზრდება - რატომ? რადგან ნამდვილი პრობლემა არ არის ბუნებრივი ცხიმი, ნამდვილი პრობლემა არის შაქარი, თეთრი ფქვილი, პური, მაკარონი, ტკბილეული და რაფინირებული მზესუმზირას ზეთი.
როცა ამას ვჭამთ, ღვიძლი იძულებულია ზედმეტი გლუკოზა ცხიმად გადააქციოს, იწყება გაცხიმოვნება ღვიძლის, ინსულინის რეზისტენტობა და სისხლძარღვების დახშობა. ბუნებრივი ცხიმები, კარაქი, ერბო, კვერცხი, ზეითუნის ზეთი ქოქოსის ზეთი. არ ზრდის ინსულინს, არ აზიანებს ღვიძლს და აუცილებელია ტვინისთვის ჰორმონებისთვის და მეტაბოლიზმისთვის თუ გინდა ქოლესტერინის დარეგულირება. ნუ ებრძვი ცხიმს, ებრძოლე შაქარს და დამუშავებულ საკვებს. დაიცავი ღვიძლი. დაარეგულირე ინსულინი, ჭამე ნამდვილი საკვები. ასე იკურნება ქოლესტერინი“, - წერს არუნ ხათრი