ქეთი ახობაძე: სეზონზე დატვირთულობა იმდენად მაღალია, რომ გიდები აგვისტოში დასვენებას ვერ ვასწრებთ

ტურისტები

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს გიდი ქეთი ახობაძე. მისი თქმით, წლევანდელი სეზონი უფრო მრავალფეროვანია და მოგზაურთა გეოგრაფიული არეალი გაზრდილია.

„სეზონზე დატვირთულობა იმდენად მაღალია, რომ გიდები აგვისტოში დასვენებას ვერ ვასწრებთ, აგვისტოში ბევრი სტუმარი გვყავს, პირადად ჩემთან სექტემბერშიც დაჯავშნილი აქვთ ტურები. მოგზაურები ჩამოდიან ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ადრე არ ჩამოდიოდნენ, მაგალითად ახალი ზელანდიიდან. სამცხე-ჯავახეთში მქონდა ტური და ახალციხის ციხეში ჭარბობდნენ ფრანგები, ასევე ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტები, ვარძიაში ვნახე 4 მსხვილი ესპანური ჯგუფი. საკმაოდ ბევრია მოგზაური სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, ასევე ჩინეთიდან, ბელარუსიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან“, - აცხადებს ქეთი ახობაძე.