ნინო წილოსანი: სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან

ნინო წილოსანი

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან. იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი, თავისუფლებას გულისხმობდეს, კიდევ უფრო მკაცრად აკონტროლებს სწორედ სიტყვის თავისუფლებას და ადამიანების გჰანსხვავებულ მოსაზრებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-პიკერმა ნინო წილოსანმა.

„ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა იმის გამო, რომ გვინდოდა როგორც ჩვენი იდენტობის დაცვა. არასდროს გვიღალატია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებდნენ და თავს გვესხმოდნენ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ამ ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.