სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
1774123553
ქართველებმა ერთმანეთი თითქოს ახლიდან დავინახეთ, ადამიანების თავდადება დავინახეთ - ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ, ტელეკომპნია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ამ დღეებში ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით. ეს დღეები ძალიან მაგონებს 9 აპრილის შემდგომ პერიოდს, როდესაც სევდა, ტრაგედია და მომავლის იმედი ერთდროულად იყო ჩვენს გულებში. დღესაც ჩვენთვის ასეთი პერიოდია.
ქართველებმა ერთმანეთი თითქოს ახლიდან დავინახეთ, ადამიანების თავდადება დავინახეთ. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია, რომელიც პატრიარქმა თავისი ღვაწლით, თავისი შრომით ააღორძინა და შექმნა, არის მყარი, არის ერთიანი და სიყვარულით აერთიანებს ხალხს, ხალხს, რომლის ნაკადი არ წყდება," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.