ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და დაიღუპა
1773747526
პრემიერ-მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული.
კლინიკაში, პატრიარქის მდგომარეობის გასაგებად არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
კლინიკის ეზოში იმყოფებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები.