თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს
1752222231
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა ხარვეზები გამოავლინა - ომბუდსმენმა ანგარიში წარადგინა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და ანგარიშში, რომელიც ავადმყოფობის ან ორსულობის დროს მსჯავრის გადავადებას ეხება, ბევრი პრობლემა იკვეთება როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ისე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის დროს.
"ეს კვლევა, კიდევ ერთხელ, დაეხმარება, როგორც პენიტენციურ სამსახურს, ასევე სასამართლოს, იმ ხარვეზების იდენტიფიცირებაში, გამოსწორებაში, რომელიც, ჩვენი აზრით, ვადამდე პირობით განთავისუფლების, ან ავადმყოფობის, ან ორსულობის შემთხვევაში სასჯელის აღსრულების გადავადებასთან ან მსჯავრდებულის განთავისუფლებასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.