თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე შსს განცხადებას ავრცელებს
1752245591
ვხედავთ, როგორი რებრენდინგი მიდის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გარე აქტორების მხრიდან, ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“. კარგად ხვდებიან, რომ წინა არჩევნებზე ხალხმა არ მიიღო, ვითომდა პარტია „ახალი“ რომ შეასაღეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის შეფასებით, ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი.
„თვალყურს ვადევნებთ, როგორი დასუსტებულია ოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურებული არიან, იქაც აზრები იყოფა, ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ვიღაცამ – არა. ეს არის ერთი ძალიან დიდი სპექტაკლის ნაწილი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები მათი მიღებული არ არის, როგორი ინსტრუქციაც მოდის იმ ვერტიკალიდან, საიდანაც ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება, ზუსტად ამ ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ. შიდა პაექრობაა, კონკურენცია არსებობს, ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, იყოს ფავორიტი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, იმავე გლობალური ომის პარტიისთვის და აქედან გამომდინარე მიმდინარეობს ერთმანეთის დაჭმა. საბოლოო კონფიგურაცია ჯერ მაინც ჩამოყალიბებული არ არის, ჯერ არჩევნებამდე დროა.
ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის, კიდევ უფრო დაშლიან, დაანაწევრებენ თუ კიდევ უფრო გააერთიანებენ. ჩვენ საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს, თუმცა ვხედავთ, როგორი რებრენდინგის პროცესი მიდის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ გარე აქტორების მხრიდან. ისინი ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“. კარგად ხვდებიან იმას, რომ, წინა არჩევნებზე ხალხს რომ შეასაღეს ვითომდა პარტია „ახალი“, ხალხმა არ მიიღო. რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ერთსა და იმავე ძალაზეა საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ აკეთებენ ფსონს, რადგან ვერ წაუშალეს და ვერც ვერასდროს წაუშლიან იმ წარსულს, რაც მათ მოჰყვებათ. აქედან გამომდინარე, ამ ორ პარტიაზე გააკეთეს ფსონი და ცდილობენ, რაღაცნაირად გამიჯნონ. გამიჯვნის სპექტაკლი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ აღიქვამენ ბოლომდე, რომ ეს ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.