„პატრიარქმა შექმნა ადამიანობის თამასა. სტანდარტი, როგორი უნდა იყოს იერარქი, როგორი უნდა იყოს პატრიოტი, როგორი უნდა იყოს ადამიანი მოყვასისთვის, როგორი უნდა იყოს მიმტევებლობა“ - გიორგი შალუტაშვილი

ილია მეორე

"პატრიარქმა შექმნა ადამიანობის თამასა, სტანდარტი, როგორი უნდა იყოს იერარქი, როგორი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი, როგორი უნდა იყოს ადამიანი მოყვასისთვის, როგორი უნდა იყოს მიმტევებლობა", - ამის შესახებ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლეები არის პირდაპირი ინსტრუქცია სამინისტროებისთვის და მას სახელმწიფოს მშენებლობის მოდელი აქვს გაკეთებული.

"პატრიარქმა შექმნა ადამიანობის თამასა, სტანდარტი, როგორი უნდა იყოს იერარქი, როგორი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი, როგორი უნდა იყოს ადამიანი მოყვასისთვის, როგორი უნდა იყოს მიმტევებლობა. გაიხსენეთ, ასეთი ლანძღვის, ცილისწამების, სიბინძურის ობიექტი გახდა და ერთი ჩივილიც კი არ აქვს. კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, გაიხსენეთ პატრიარქის ამდენ ინტერვიუში ერთხელ ეთქვას, რომ სამება ავაშენებინე, ან რამე გავაკეთე. ეს ნამდვილად ასეა და ეს არის სასწაული. არსად ადამიანი საკუთარ დამსახურებაზე არ საუბრობს და მე ვთვლი, რომ თავის მრავალმხრივობით, ილია ჭავჭავაძის მერე, ადამიანი, რომელიც შეეხო ყველა სფეროს ლიტერატურით დაწყებული სოფლის მეურნეობით დასრულებული. მის ეპისტოლეებს რომ ვკითხულობ, ეს არის პირდაპირ ინსტრუქცია სამინისტროებისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მოდელი აქვს გაკეთებული. საოცარ რაღაცას ამბობდა, რომ ახლა ახალგაზრდობის ცნობიერების გადარჩენაა საჭირო და, რომ ეს არის ჩვენი შამქორი და ჩვენი ბასიანი. ჩვენი ბრძოლის ველი არის იქ, სადაც უნდა მკვიდრდებოდეს ეროვნული იდენტობის და ფასეულობები, ღირებულებები და სწორედ აქ უსვამდა ხაზს თეატრსაც, ტელევიზიასაც, კინოსაც, ლიტერატურასაც", - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.