პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის მთავარ მოედანზე მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა

მაცხოვრის მოზაიკური ნიში

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის მთავარ მოედანზე მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა. ნიში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.

პარაკლისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდნენ.

მეუფემ შეკრებილებს დამდეგი შობა მიულოცა და განაცხადა, რომ მაცხოვრის მოზაიკური ნიში ქრისტიანებისთვის არის ერთობის, რწმენის და სიმტკიცის სიმბოლო.