ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და დაიღუპა
1773747526
ავადმყოფობა და ფიზიკური დაუძლურება უფლის წყალობად ითვლება. ღმერთი ფიზიკურ უძლურებას სულის საწრთობად უვლენს ადამიანს. ამ დროს კაცი თავის შემოქმედს უახლოვდება და თუ მანამდე, სხვა საზრუნავებით იყო გართული და უფალი "დავიწყებული" ჰყავდა, ავადმყოფობისას მის ხსენებაშია და ლოცულობს, გულში მაინც. საგულისხმოა ჩვენი პატრიარქის სიტყვები ავადმყოფობაზე.
„ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.
როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში, შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება.
უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრი რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი.
გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს სახლის კურთხევას, კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. ამიტომ სახლი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა აკურთხებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც კიდევ ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისათვისაა საჭირო. გასამრჯელოზე ნურც ამ დროს იფიქრებთ, ჩვენი მოძღვრები მის გარეშეც სიხარულით წამოგყვებიან და თქვენს ოჯახებს სიამოვნებით დალოცავენ,“- პატრიარქი ილია მეორე.
ლოცვა სნეულთათვის
შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.