გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა. ცნობას სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს და იუწყება, რომ სარჩელის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც საშინაო სადაზვერვო სააგენტო შესაბამისი შეტყობინების მიღებას დაადასტურებს.
შეგახსენებთ, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გასულ პარასკევს გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს საშუალება ეძლევა პარტიის მონიტორინგი გააძლიეროს.