ოჯახი 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებს

ფირცხალაიშვილი

ოჯახი საზოგადოებას 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილის სამძებრო სამუშაოებში დახმარებას სთხოვს. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა ბოლოს ბათუმში იმყოფებოდა.

ახლობლები მოუწოდებენ ყველას, ვისაც ბოლო დღეების განმავლობაში დაკარგულის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს,  თუ სადმე შეამჩნია იგი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ოჯახს ნომერზე: 598 15 39 16.