VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
მას შემდეგ, რაც კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
„ობლად ვგრძნობ თავს, სახლში ვერ გავჩერდი და წამოვედი... მამა გარდაგვეცვალა. დაგვტოვებს იმ შეგნებით, აწი მაინც რომ ვაპატიოთ ერთმანეთს და მოვეფეროთ“.
„ძალიან დამწუხრებული ვარ, მე ხვალინდელი დღის გათენების მეშინია... მშობელი რომ დამეღუპა, ალბათ, იმის მერე პირველად განვიცადე ასე. ჩემთვის ყველაფერი იყო, ყველას მამა იყო, მშობელი. ყოველთვის მეშინოდა ამ დღის. ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძალიან ცუდი“, - განაცხადეს მოქალაქეებმა.
ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ დაადასტურა.
კლინიკასთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.