ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთის ბილეთის გარეშე დარჩენილებს მიმართავს

ფსიქოლოგი

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახუმარო სტატუსს აქვეყნებს:

„ფეხბურთის ბილეთის გარეშე დარჩენილებს კამარაში ჯგუფურ თერაპიაზე გელოდებათ ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი Giorgio Tsotskolauri

გვექნება ღრიალის თერაპიაც.  ჯგუფში თერაპიაზე ჩაწერილი არიან თავად კამარას თერაპევტების ნაწილიც.

პ.ს. თვითონ ვერ დაპოსტა, ძალიან ღრმა ტრავმაა და შავ იუმორად არ მოეჩვენოთო. მაგრამ ჭრილობას თვალი თუ არ გავუსწორეთ, სხვანაირად როგორ, მე უთხარი?“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.