სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სერვისებზე. სწორედ ამას გულისხმობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული და კულტურული ცენტრები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არის გზა, ადამიანების ღირსეულად ცხოვრებისათვის “ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე დაწყებულია მასშტაბური პროგრამა, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი ხდება.
„სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარება არის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დაცვასა და მათ განვითარებას,“ -აღნიშნა სოხაძემ.
მისივე თქმით, რეგიონების გაძლიერება არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
„ძლიერი მუნიციპალიტეტები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ ვმუშობთ არა მხოლოდ სპორტული და კულტურული, არამედ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე. უკვე გამოცხადებულია არქიტექტურული კონკურსი მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის -ეს იქნება მასშტაბური და თავისი მნიშვნელობით გამორჩეული პროექტი,“ — განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული ცენტრის მშენებლობა.„ყველა ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა აღნიშნული პროექტები დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.