მშვიდი ძილის სამი ძირითადი კომპონენტი

ყურსასმენით ძილი

 დოქტორმა დე ლაარმა მშვიდი ძილისთვის დღისით სტრესის დონის შემცირება გვირჩია.

დოქტორმა მერინ ვან დე ლაარმა განაცხადა, რომ მშვიდი ძილი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ექიმმა ისინი გამოცემა Hello-სთან ინტერვიუში ჩამოთვალა.

ვან დე ლაარმა დღის განმავლობაში სტრესის დონის შემცირება კარგი ძილის პირველ საიდუმლოდ დაასახელა. „როდესაც ნაკლებ სტრესს განვიცდით, ჩვენი გონება უსაფრთხო სივრცეს პოულობს, რაც ჯანსაღი დასვენების კარგ საფუძვლად იქცევა“, - განმარტა მან.

მეორეც, ექიმმა გვირჩია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დღის განმავლობაში საწოლში გატარებული დროის შემცირება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს საკმარისი ფიზიოლოგიური დაღლილობის დროს დასაძინებლად წასვლას, რათა ძილი უფრო აღმდგენი და ნაკლებად წყვეტილი იყოს“, - დასძინა მან.

და ბოლოს, ექსპერტმა მოგვიწოდა ცირკადული რიტმების აღდგენისკენ. ამისათვის მან გვირჩია დილით რამდენიმე წუთით მზის შუქზე ყოფნა, საღამოს ეკრანთან გატარებული დროის შემცირება და დაძინებამდე ორი საათითადრე ჭამისა და ვარჯიშისგან თავის შეკავება

წყარო: