1761143605
ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის ახლობლებმა გაავრცელეს. მათ შორის მომღერალმა ნინი შერმადინმა. რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტყუილია.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე… ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო…
ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!! ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?! ❤️🥹 Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…
ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი.