„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
„დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა, 6 მჭიდი და 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.