1692302192
მოცეკვავე ზანდა კონცელიძე, რომელიც მძიმე ავარიაში მოჰყვა, მიმართვას ავრცელებს

მოცეკვავე ზანდა კონცელიძე, რომელიც 25 ოქტომბერს ავარიაში მოჰყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო, ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.
10 ნოემბერს, ფოთში ზანდას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება:
„25 ოქტომბერი იყო…! გადავრჩით ყველა, უფლის წყალობით და თქვენი გვერდში დგომით. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამხელა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის.
არ ვიცი, რით დაგიმსახურეთ, არ ვიცი, მართლა ცხოვრებაში რა გავაკეთე ისეთი, რომ მე ეს სიყვარული დავიმსახურე. გხედავთ, გიმახსოვრებთ და გაგიფრთხილდებით ყველას.
არ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ, რა გავაკეთო, რომ ეს ყველაფერი დაგიფასოთ. მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს, ქირურგებს, ექთნებს, ინტერნებს.
ელენა გამხუაშვილი – მადლობაა შენ ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დედაჩემს ზურგს უმაგრებდი, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და ამ ეტაპზეც აკეთებ საუდის არაბეთიდან იმიტომ, რომ ჯერ ბრძოლა არ დაგვიმთავრებია, გიჟი, გადარეული და ჩემი ელე ხარ შენ.
დე, შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ სამყაროში და მეამაყები. არ ვიცი, ამდენად ძლიერი როგორ ხარ, მაგრამ ვამაყობ შენით დე. მახსოვს, მართვით სუნთქვაზე რომ ვიყავი, პატარა წერტილივით გულზე იჯექი და სუნთქვას მასწავლიდი. არ ვიცი, ეს სასწაული არის თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ შენ მყარად რომ იდექი გარეთ, მეც მაგიტომ წამოვჯექი.
მადლობა ჩემს მოცეკვავე-მომღერალ ბავშვებს. თქვენ ცალკე სასწაული ხართ. მადლობა ყველას ხალხნო. ბოდიში, ყველას ვერ გწერთ, ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ გპირდებით, ყველა მონაწერს წავიკითხავ.
ამ ეტაპზე ვიმყოფები სახლში და რეაბილიტაციას ვაგრძელებ სახლში! ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ უნდა წავიდე თურქეთში და გავაგრძელო მკურნალობა.
10 ნოემბერს, ქალაქ ფოთში 18:30 საათზე სოფია აბშილავა, მონიკა ყურაშვილი, ჩემი გადარეული გოგოები მართავენ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩემთვის და ყოველდღე თავისუფლებაზე დღემდე ცეკვავენ ბავშვები ჩემ გამო, იმიტომ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა…
ანა ზუკაკიშვილი – შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ! გაფასებ ზუკაკ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, მიყვარხართ ძალიან“, – წერს ზანდა კონცელიძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„მოდური და დახვეწილი...“ - ანუკი არეშიძე მილანიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ქარი, წვიმა და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი უარესდება
„მზადება სიკვდილისთვის...“ - გელა ჩარკვიანის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ