მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი

ამინდი შემოდგომა

საქართველოში უახლოესი დღეები არამდგრადი ამინდით ჩაივლის. 8 სექტემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი ელჭექიც. დასავლეთის ქარი ცალკეულ მონაკვეთებში გაძლიერდება.

9-10 სექტემბერს კვლავ შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი – ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ცალკეულ ადგილებში გამოიდარებს.

11-12 სექტემბერს ნალექიანი ამინდი ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და მთიან რაიონებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით სტაბილური და თბილი ამინდი იქნება.

13-14 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს და მზიანი პერიოდები გახშირდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექის ალბათობა კვლავ დარჩება.