სიმპტომები, რომლებიც ღორის გრიპს ახასიათებს - როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს
1766250478
მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 20, 21 დეკემბერს წარმოსათქმელ ლოცვას გვიზიარებს. იგი აქვე დასძენს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში დადიხართ თუ არა, მთავარია ეს სიტყვები ერთხელ მაინც წარმოთქვათ:
„20, 21 დეკემბერი.
მიუხედავად იმისა, დადიხარ თუ არა ეკლესიაში, წაიკითხე ეს ერთხელ - და ყველაფერი აღსრულდება.
უფალო, მაპატიე მე და მთელ ჩემს გვარს - დასაბამიდან, ჩემში და ჩემით გაგრძელებულს.
გამწმინდე ახალგაზრდობის ცოდვებისგან, დღევანდელი ქმედებებისგან და იმ ბოროტებისგან, რაც სხვებს მივაყენე.
განკურნე ჩემი წარსულის ჭრილობები და განწმინდე ჩემი გული შენი წმინდა სიტყვით.
მომხსენი წყევლები, სიმძიმეები და სასჯელები ჩემი სულიდან და ყველა იმ ადამიანის სულიდან, ვისაც მე ვატკინე.
დამეხმარე აღვადგინო ის, რაც დანგრეულია, და შიშის გარეშე ვიარო შენს გზაზე.
შენ იცი, რომ მე არასრულყოფილი ვარ, მაგრამ შენ ხარ ჩემი იმედი და ჩემი ხსნა.
გმადლობ წყალობისთვის და გპირდები, ამ ლოცვას გავუზიარებ მათ, ვისაც იგი ნამდვილად სჭირდება.
დაწერე „ამინ“.
და დაე, შენზე და შენს ოჯახზე გადმოიფრქვეს ღვთის მიტევება, წყალობა და კურთხევა“,- წერს თამუნა იოსელიანი.