სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.