1773348202
მითხრეს, ბაჩომ შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა და უცებ კიბიდან ჩამოვარდა და თბილისშია საავადმყოფოშიო - ლიკა კუჭუხიძე
სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.
ლიკამ იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ლიკამ გადაცემაში ის მომენტი გაიხსენა, როცა ხელოვნური კომიდან გამოვიდა და მომხდარი შესახებ შეიტყო.
„ერთი თვე ვიყავი ხელოვნურად დაძინებული, იმის გამო რომ ტკივილები არ მეგრძნო. პირველი, თვალები რომ გავახილე, ვიკითხე ბაჩო სად არის თქო, ზოგი ექთანი მეუბნებოდა რომ ავარიაში მოვხდი და არ მახსოვდა, ზოგი მეუბნებოდა რომ წავიქეცი. რომ ვიკითხე ბაჩოზე სად არის თქო...მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა, კიბეებზე ჩამორბოდა და წაიქცა და ფეხი მოიტეხა და თბილისშიაო. თითქოს მჯეროდა და თითქოს არც მჯეროდა რასაც მეუბნებოდნენ. ვთხოვდი, ხმა გამაგონეთ, ბაჩოს სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთ. არ შეიძლეობაო, რეანიმაციაშია და იქ ტელეფონის შეტანა არ შეიძლებაო. მერე როცა უკვე ხერხემალზეც გამიკეთეს ოპერაცია, ექიმმა მითხრა, რომ ბაჩო აღარ არისო. ვერ დავიჯერე. ისეთი ენერგიული, ისეთი სასწაული იყო რომ მეთქი, რანაირად შეიძლება აღარ იყოს თქო და მერე მითხრეს ავარიის ამბავიც, რომელიც არ მახსოვდა. ამ დროს კარი იღება და შემოდის ჩემი დედამთილი, სულ შავებში ჩაცმული და მეუბნება, რომ ლიკუნია ჩვენი ბაჩო აღარ არისო. აი იქ დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი ჩაქრა. არ ვიცი როგორ გადავიტანე, ალბათ ბაჩომ და ღმერთმა მომცა ძალა, რომ ეს გადამეტანა. “ - ამბობს ლიკა კუჭიხიძე ნოესთან.












