1733258119
„მისი სიცოცხლისთვის ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ...“ - რა ხდება ცნობილი „ტიკტოკერ“ მაკაზე რთული ოპერაციის შემდეგ
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე ცნობილ მაკა ქიქავას, რომელმაც საზოგადოებას თავი ე.წ შპილკებით გააცნო, თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა.
მის მდგომარეობაზე შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:
„მისი სიცოცხლისთვის ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ. არ შეიძლება ადამიანს ამხელა განსაცდელი ორჯერ დაატყდეს თავს, მაშინ როცა ერთი გავლილიც არ არის ! მალე გამოჯანმრთელდი და დადექი ფეხზე დაგვიბრუნდი, გუდუ გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. შენ უძლიერესი ქალი ხარ, უძლიერესი ოჯახით და მეგობრებით. არ შეშინდე“,- წერს შოთო სიხარულიძე.