VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ოცნება“, - ამბობდა პატრიარქი ილია მეორე ფილშმი, „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“.
ჰყვებოდა, რომ ძალიან უყვარდა ბუნება და ოცნებობდა მომავალზე, რომელიც ამ სიყვარულთან დააკავშირებდა.
„მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ ბუნებაში ვიზრდებოდი და მიყვარდა პირუტყვი. ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი გამოვიდოდი ან ზოოტექნიკოსი.
ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი ხალხური მედიცინის რეცეპტებს. მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ოცნება“, - ამბობდა პატრიარქი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.