უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსილიუმზე გაანალიზდა პატრიარქის არსებული კლინიკური მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროცესებზე დინამიკაში დაკვირვება არის მნიშვნელოვანი და ძალიან ბერია რამ ილია მეორის ორგანიზმზეა დამოკიდებული.
„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. რა თქმა უნდა, ყველანი უკმაყოფილონი ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტისა და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა, პატრიარქის მკურნალობის პროცესს არაფერი დააკლდეს.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.