1765353840
მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიას - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველომ კონკურსს ღირსეულად უმასპინძლა.
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული. მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიის ღონისიებას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა.
საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სთარინგ ჯორჯია“ და საქართველოს პირველი არხი.












