ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 12 მსხვილ ტურისტულ კომპანიას მასპინძლობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში უცხოელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2Bფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ზამთრის ტურისტულ სეზონზე, სათხილამურო კურორტებზე პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.
უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებსეცნობიან, ტუროპერატორებმა უკვე მოინახულეს წინანდალი, თელავი, სიღნაღი და ლოპოტა.