„მა, ჩემი ანგელოზი ხარ... რატომ დამტოვე“ - ისანში მოკლული კაცის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ისნის მკვლელობა

ისანში მოკლული, მიხეილ მაძღარაშვილი შვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მიყვარხარ მა, ჩემი ანგელოზი ხარ... რატო დამტოვე, რატო...“, - წერს ანი მაძღარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა.

მოკლული კაცი მიხეილ მაძღარაშვილია, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მკვლელობაში ბრალდებული ლევან ჩხაიძეა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.